სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს.
გოგონასთან ერთად აფენის პოლიციაში გამოკითხვაზეა გამტაცებელი 21 წლის ბიჭიც.
როგორც არასრულწლოვანის მამა აცხადებს, მის შვილს გათხოვება არ უნდოდა, ის იძულებით გაიტაცეს და მოითხოვს დამნაშავის კანონით დასჯას.
გამტაცებლის მამა კი ამბობს,რომ გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ის იციან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ.
ცნობისთვის, გოგონას პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან ნიშნობაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას კი, რამდენიმე პირმა გაიტაცა.
გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.