მეორე დღეა სოფელ კაბალში 16 წლის გოგოს ეძებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცავები გატაცებულ 16 წლის გოგონას ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ის მეზობელმა ახალგაზრდამ, რამდენიმე პირთან ერთად ქუჩიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა და მას შემდეგ, არ გამოჩენილა.
გატაცებული გოგონას მამა, ამბობს, რომ შვილის შესახებ არაფერი იცის.
,,ყველგან ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც, ყველა გამოკითხეს, მაგრამ ჯერ არსად ჩანს. ვინც წაიყვანა, მეზობლის ბიჭია. არც ვიცოდით, თუ მოსწონდა”,- განაცხადა გოგონას მამამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გოგონას და მისი თანმხლები პირების ძებნა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.