კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ერთ-ერთ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაის ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ყველა თანამშრომელი უკვე გატესტილია და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა”- განაცხადეს ადმინისტრაციაში.
დღეისთვის კახეთში კორონავირუსის 11 600 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მკურნალობის აქტიურ რეჟიმში იმყოფება 180 პირი.
სექტემბრიდან დღემდე კოვიდ – 19 რეგიონში 11 307- მა პაციენტმა დაამარცხა, 113 მოქალაქე კი გარდაიცვალა.