სოფელ ახალსოფელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.