ლაგოდეხში ავარიის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანმა ბიჭმა მოძრავ მიკროავტობუსს გადაურბინა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანმა ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.
დაშავებული სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მცირეწლოვანს, მოტეხილობების გარდა, ტვინის შერყევაც აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან.