ახალი ამბები

ყვარელში 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ჯერ ნათესავებში მოძებნეს, კვალის დაკარგვის შემდეგ კი პოლიციას მიმართეს.

ამ წუთებში, სოფელ ალმატში, სამართალდამცავები იმყოფებიან.