ყვარელში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
ადმინისტრაციული შენობა გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, დღეიდან ყვარლის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი”,– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.