მამაკაცი, რომელმაც თელავში ყოფილი მეუღლე მოკლა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თელავში ყოფილი მეუღლე მოკლა და მოგვიანებით კი თვითმკვლელობა სცადა, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
50 წლამდე ასაკის მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში სახის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მკვლელობა თელავში 23 სექტემბერს მოხდა. ჭონქაძის ქუჩაზე მამაკაცმა 50 წლამდე ნონა ლაზარიაშვილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, თავად კი თვითმკვლელობა სცადა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი მისმა შვილმა ნახა.