პოლიციელზე თავდასხმის გამო დაკავებული 83 წლის მამაკაცი თელავის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თელავის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 83 წლის მამაკაცი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, სოფელ ბოდბეში 83 წლის კაცმა პოლიციელს თავის არეში დაზიანება იმ დროს მიაყენა, როცა სამართალდამცველები მის შვილს დაუმორჩილებლობის ბრალდებით, მისივე საცხოვრებელ სახლში აკავებდნენ.
შსს-ს ინფორმაციითვე, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს