მამაკაცი რომელსაც ყვარელში სახლთან მანქანა დაეჯახა, თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყვარელში ავტომანქანა საკუთარ სახლთან შეეჯახა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოთხდღიანი რეანიმაციული ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან სტუმრებს აცილებდა. გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეჯახება მოხდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.