დედოფლისწყაროში 52 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვნეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 52 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილობრივები მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მათი ინფორმაციით, 20 მარტს, შუადღისას, სოფელ მირზაანში ხარაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა.
სოფელში აცხადებენ, რომ სახლის მეპატრონე მარტოხელა მამაკაცს მას შემდეგ ვერ პოულობდნენ.
„მარტოხელა კაცი იყო, მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა. სახლი რომ დაეწვა, მას შემდეგ აღარ გვინავს. პოლიციასთან ერთად ვეძებდით რამდენიმე დღე”,- აცხადებენ ადგილობრივებმა.
მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო იძიებს.