გურჯაანში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული მამის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
გურჯაანში, 11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული მამის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
36 წლის ზურაბ შავლიაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ზედმეტად მკაცრია.
” ეს გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. ბრალდებულთან შეთანხმებით, ჩვენ მას გავასაჩივრებთ”- განაცხადა მურღვაშვილმა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 11 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ბრალდებულს, სიახლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე და 11′ , 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ოჯახურ ძალადობასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მამაკაცი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დანაშაულს არ აღიარებს. შემთხვევა, გურჯაანში 8 მარტის ღამეს მოხდა. 11 თვის ჩვილი, სავარაუდოდ, მშობლებს შორის დაწყებულ ოჯახურ კონფლიქტს ემსხვერპლა.