გურჯაანში ცოლ- ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა
გურჯაანში 8 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს. ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით არის გარდაცვლილი.
შემთხვევა გვიან ღამით, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, ქმარმა მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა ქალს 8 თვის ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, ასფიქსიით ბავშვი გარდაიცვალა.
ჩვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული და მას ამ წუთებში შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, გარდაცვლილის მამა იმყოფება, რომელთანაც სამართალდამცავები საგამოძიებო- ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ.