კახეთში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება.
სინოპტიკოსების განცხადებით, 11 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.
,,მოსალოდნელი ძლიერი ნალექის გამო შესაძლოა საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის საათებში, კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს”,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.