დატბორილი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები – სტიქია ლაგოდეხში
სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხში ზაქათალის, ქიზიყის და 300 არაგველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილობრივების თქმით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.