ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრიწყალი დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრიწყალი დაიტბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლამდე მისასვლელ და შიდასაუბნო გზებზე გადაადგილება შეუძლებელია.
სტიქიის შედეგად წყალი საჯარო სკოლის შენობასა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა. დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ახმეტის მერიაში ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ტექნიკის მობილიზება ხდება.