ახალი ამბები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან 22.08.2020 maka khaziuri სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი დააზარალა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლიან. ადგილობრივების თქმით, გუშინ მოსულმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა შიდასაუბნო გზები დააზიანა, სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ოთხიათასამდე აბონენტი.