სოფელ ჭანდარში 51 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, 51 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
დაზარალებულს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, ნათესავთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყების განმარტებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.