თელავსა და სოფელ ველისციხეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
თელავსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას თქმით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეები და ტურისტული ობიექტები.
,,გავმართეთ ღია კარის დღე, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობთ, რომ უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში ღია და თანაბარი პირობებით ისარგებლონ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, თელავში ისტორიულ შვიდ ბორცვს შორის დამაკავშირებელი მთავარი ქუჩის ტურისტული მარშრუტის რეაბილიტაცია.
ასევე დაგეგმილია თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და „ბატონის ციხის“ დასავლეთ ნაწილში მდებარე მოედნის უბანში არსებული შენობების რესტავრაცია-რეკონსტრუქცია”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.