ახალი ამბები

ქალაქ გურჯაანში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქალაქ გურჯაანში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მცირე მეწარმის შენობას გაუჩნდა ცეცხლი.

,, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შენობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები გახდა.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დროულად. მოახდინა რეაგირება”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.