ახალი ამბები

სოფელ კაჭრეთში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში 70 წლამდე მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, მათ მამაკაცის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სოფელ კაჭრეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ალექსი ბაცანაძე ამბობს, რომ ელდარ ფროდიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.