გამამტყუნებელი განაჩენის გამო, თელავის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიმართ, ძალაში გაგამტყუნებელი განაჩენი შევიდა.
ამ საფუძვლით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ კისისხევის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ყარასაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრის არჩევნები, 2020 წლის მაისში ჩატარდება.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმება, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გაფორმდა. შემთხვევის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ზაქარია ყარასაშვილი ახალი მოწვევის საკრებულოში პარტია ” ქართული ოცნებიდან” მოხვდა.