საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 20:53 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლის ჩრდილო-დასავლეთით 22კმ-ში და სოფელ ლაფანყურიდან 11 კილომეტრში იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.