ლაგოდეხთან ახლოს 30 წუთის ინტერვალში ორი მიწისძვრა მოხდა
გუშინ გვიან ღამით ლაგოდეხთან ახლოს 30 წუთის ინტერვალში ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 7 კილომეტრში, სოფელ ხიზაბავრაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4, 2 მაგნიტუდა შეადგინა.
განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები ნახევარი საათის შემდეგ დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.