თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია.
ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული პირის კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს. ადგილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
შეგახსენებთ დღეს კახეთში კორონავირუსის 4 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ყვარელში, ორი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში დაფიქსირდა.