ყვარელსა და ლაგოდეხში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ყვარელსა და ლაგოდეხში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, COVID- 19 ყვარელში ერთ- ერთ ადგილობრივს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება. ეპიდემიოლოგები წყაროს და კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხში. ვირუსი ადგილობრივ მაცხოვრებელს დაუდასტურდა. ის აჭარიდან სტუმრად ჩამოსული ოჯახის კლასტერის კონტაქტია. დაინფიცირებულებს სპეციალიზირებულ კლინიკაში დღესვე გადაიყვანენ.