პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის განთავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მამაკაცის განთავისუფლებას ითხოვენ.
გამოძიება მამაკაცს, ამერიკის მოქალაქეზე, სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მას საკუთარი მოქმედებების გაცნობიერების უნარი არ აქვს.
სოფელ ჯოყოლოს უბნის ექიმი, ქეთევან ფარეულიძე ადასტურებს, რომ ბრალდებულ პირს გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი აქვს და 5 თვის ასაკიდან ავადმყოფობს.
შეგახსენებთ, 32 წლის შშმ პირს გამოძიება 2020 წლის 19 სექტემბერს, ბაწარას ხეობაში, ამერიკელ ტურისტ ქალზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას ედავება.
თელავის რაიონულმა სასმართლომ 23 სექტემბერს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.