კახეთში მობილური ჯგუფები მოსახლეობას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში შეიქმნა სპეციალური მობილური ჯგუფები, რომელთა წევრებიც სოფლებში ივლიან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ.
ირაკლი შიოშვილის განცხადებით , კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მისი თქმით, თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ ასევე ქარხნებთან რიგებში მყოფ მოქალაქეებს. მანვე განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილია ასევე სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში გადაადგილდებიანდ ა ყველა შემხვედრს თერმოსკრინინგს უტარებენ.
,,რთველთან დაკავშირებით, სადაც არის რიგები, იქაც გადავწყვიტეთ თერმოსკრინინგის ჩატარება. ასევე გუშინ პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც დადიან სოფლებში და ხალხმრავალ ადგილებში მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარრბენ”,– განაცხადა შიოშვილმა.
შიოშვილის განმარტებით, პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. ორივე სოფელში განთავსებულია სამედიცინო კარვები, სადაც მოსახლეობის უფასო ტესტირება მიმდინარეობს.