კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, რეგიონში ლაგორატორიულად დადასტურებული 45 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსის ყველაზე მეტი 18 შემთხვევა ლაგოდეხში დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო უმეტეს შემთხვევაში აჭარაში მოგზაურობა და ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია.
16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 2 ყვარელში.