ქარხნებმა ფერმერებისგან დაზიანებული ყურძნის მიღება დაიწყეს
კახეთში მოსული სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ყურძნის მოსავალი დაზიანდა.
კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, ზიანი მიადგა დაახლოებით 100 ჰა-ზე მეტი ვენახის ფართობს. უყებასი განმარტავენ, რომ სახელმწიფომ ფერმერებისგან დაზიანებული ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.
დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა.
,,დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია გადამუშავებული. რთველის პირველი ფაზა განსაკუთრებით აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის გამო რთველი ნაადრევად დაიწყო ახმეტის მუნიციპალიტეტში”,- განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა.