წვიმის შედეგად პანკისის ხეობის სოფლებში ინფრასტრუქტურა დაზიანდა
წვიმის შედეგად ადიდებულმა ალაზანმა პანკისის ხეობის სოფლებში, დუისში, ჯოყოლოსა და ხალაწანში დააზიანა ინფრასტრუქტურა.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ვაჟა ნასყიდაშვილი აცხადებს, მოსახლეობას სახლებში შეუვარდა წყალი, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მეხანძრე მაშველები ადგილზე არიან და მოსახლეობას ეხმარებიან.
,,ახლა ტექნიკის მობილიზებას ვახდენთ, რომ მდინარის დინებას სოფლის მხარეს მიმართულება შევუცვალოთ”, – აცხადებს ვაჟა ნასყიდაშვილი.