სოფელ ჯოყოლოში აქცია გაიმართება
დღეს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები ძალმომრეობითი სექსუალური მოქმედების ბრალდებით დაკავებული, შშმ პირის განთავისუფლებას ითხოვენ.
ახალგაზრდა მამაკაცს გამოძიება 19 სექტემბერს ამერიკის მოქალქესთან განხორციელებული ძალმომრეობითი სექსუალური მოქმედების გამო ედავება.
დაკავებულის ადვოკატის, განცხადებით, აღნიშნულ პირს თელავის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული უცხოელს ლაგოდეხის ნაკრძალში შეხვდა, სადაც ტურისტული მარშუტით იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბრალდებული შშმ პირია და ჯანმრთელობის უმძიმესი დიაგნოზი აქვს. აქედან გამომდინარე, მას გაცნობიერებული ვერ ექნებოდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 138- ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია