პანკისში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენას ითხოვენ
მეორე თვეა, რაც პანკისის ხეობაში, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
„ხუთი სოფელი ამ ხიდზეა დამოკიდებული, ვცადეთ სამუშაოების დაწყება, მაგრამ უარი გვითხრეს“ , -აცხადებენ ადგილობრივები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ელოდებიან, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.
ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდტან მისასვლელი გზა მაისის დასაწყისში მოსულმა სტიქიამ დააზიანა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი