სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში მყოფმა ქალმა ქუჩაში ხმაური გაიგონა და გარეთ გავიდა, რა დროსაც უცნობმა პირმა ცივი იარაღით, მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ლაგოდეხში “არქიმედეს” კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. Knews.ge აღნიშნულ ფაქტზე არკვევს დამატებით დეტალებს, რომელსაც უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.