სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია იქ არსებული ინვენტარი.
ადგილობრივების თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც სავარაუდოდ, მძარცველებმა თანხა წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.