შსს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება.
უწყების ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“,- აცხადებენ შსს-ში.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ.