შსს-პანკისში ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა
პანკისის ხეობაში შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ადგილობრივებს ხვდება. მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა.
,,ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა, – განაცხადა საბანაძემ.
სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ხელკეტებით არიან შეიარაღებული.