პანკისის ხეობაში ადგილობრივთა ნაწილმა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყო
პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ნაწილმა კარვების გაშლა დაიწყო.
ისინი აცხადებენ, რომ პოლიცის მობილიზების არ ეშინიათ და არავის მისცემენ უფლებას, ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს.
,,პანკისში დამატებითი ძალები გადმოისროლეს. ეს სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავს. ადგილზე კარვებს ვშლით. სანამ ეს ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, დაშლას არ ვაპირებთ. თავის მხვრივ ჩვენი ხელისუფლებისგან არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქციაზე არიან როგორც ადგილობრივი ქისტები, ასევე ქართველები”,– აცხადებს ადგილობრივი სულხან ბორძიკაშვილი.
ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი