ახალი ამბები

პანკისის ხეობაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან ამ წუთებში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიცია იყენებს რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. ადგილობრივებმა სამართადამცველების მანქანები ქვებით დააზიანეს.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. დაზიანებები მიიღეს როგორც ადგილობრივებმა ასევე სამართალდამცავებმა.

დამატებითი ძალები

Posted by Sulkhan Bordzikashvili on კვირა, 21 აპრილი, 2019