პოლიციამ გომბორის გზაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავა
პოლიციამ გომბორის გზაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავა. ინფორმაციას მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი ავრცელებს. მათი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში მიმდინარე აქციაზე მიდიოდა, თუმცა მას გომბორის გზაზე პოლიცია დახვდა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავა.
სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გურჯაანის სამმართველოში გადაიყვანეს.
პანკისში ადგილობრივები ამ დრომდე არიან შეკრებილები. ადგილზე რჩება სპეცრაზმიც. აქციის მონაწილეები თელავში მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. როგორც ცნობილია შს მინისტრის მოადგილე პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებს ხვდება.