კახეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 98 კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტი. რეგიონში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი 10–მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 37 პირი გარდაიცვალა.