ახმეტაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ორ კონტაქტს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული პირები, თბილისში გადაიყვანეს.
მისი თქმით, ეპიდემილოგები კონტაქტების კვლევას დღესაც აგრძელებენ.
დაფიქსირებულ შემთხვევებზე ნელუ ხიზანიშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსი ახმეტის მუნიციპალიტეტში, 11 სექტემბერს, ახალგაზრდა მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც გორის ქორწილში ინფიცირებული პირის კონტაქტია.