კახეთში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზით დაიღუპა 80 წლის ქალი, რომელიც საგარეჯოდან იყო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მკიდრი 77 წლის ქალი, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები 86 წლის ხანდაზმული ქალი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანის მკვიდრი 74 წლის პენსიონერი.
კოვიდინფიცირებულები მკურნალობის კურსს თელავის და საგარეჯოს კოვიდკლინებში გადიოდნენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კახეთში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს რიცხვი 10 549- მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ კი 9 240- ს მიაღწია.