ლოპოტას კომპლექსის ტერიტორიაზე 51 ნომრიანი ბიზნესკლასის სასტუმრო გაიხსნება
„ლოპოტა სპა რეზორტსის“ ტერიტორიაზე 2021 წლის ზაფხულში, კერძოდ ივნისში, კომპანია კომპლექსის ტერიტორიაზე ბიზნესკლასის 51 ნომრიან სასტუმროს გახსნის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ივლისში კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნება ასევე აზიური ტიპის რესტორანი.
„დამატებით ათვისებული იქნება 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთული იქნება ე.წ ლუქსებით, ექნება თავისი აუზი. იგივე ტერიტორიაზე გაიხსნება აზიური რესტორანიც,” – აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტსში“.
შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი“ ბაზარზე 2006 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს. იგი რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.