ახალი ამბები

როგორია თელავის ტურისტული პოტენციალი

თელავი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. 

წერილობით წყაროებში თელავი XI საუკუნიდან გვხვდება.  შუასაუკუნეებში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით.

თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო  და კულტურული ცენტრია. აქ ფუნქციონირებს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

თელავში განვითარებულია მევენახეობა, მებაღეობა, მარცვლეულისა და ეთერზეთოვანი კულტურების, ხორცისა და რძის წარმოება. მნიშვნელოვანი საწარმოებია ღვინის ქარხნები, კვების და მსუბუქი მრეწველობის ობიექტები. ეს რაიონი გამორჩეულია ლამაზი ბუნებით. უსასრულო ალაზნის ველი კახეთის კავკასიონის ფონზე საოცარი სანახაობაა.

თელავი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლებით. აქ ნახავთ ნამოსახლარებს, სასახლეების ნაშთებს, ციხე-სიმაგრეებსა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ტაძრებს. რაიონში რამდენიმე კურორტიც არის, სადაც გამაჯანსაღებელ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ.

თელავი 27 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, რაიონის ცენტრალური ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, რომელიც დასავლეთით გომბორის ქედითაა შემოზღუდული, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი კახეთის კავკასიონით.

თელავი ლამაზი რაიონია, რომელიც გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან.

განსაკუთრებით ცნობილია იყალთოს მონასტერი, სადაც არსენ იყალთოელს იყალთოს აკადემია დაუარსებია. იგი XI -XII საუკუნეებში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.

ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა. თელავის ერთ-ერთი განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია წინანდლის ალექსანდრეჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმშვენიერესი ბაღით, რომლის სტუმარიც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ცნობილი მწერალი და პოეტი ყოფილა.

თელავი მდიდარია კულტურული ძეგლებით, აქ მოსულ ტურისტებს გარდა სხვა ღირსშესანიშნაობებისა, შეუძლიათ მოინახულონ იყალთოს მონასტერი, ძველი შუამთა, ახალი შუამთა, ერეკლე II-ის სასახლე (თელავის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი), ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხესიმაგრე, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

ასევე ნახეთ:

ულამაზესი ისტორიული ძეგლები თელავში, რომელიც უნდა ნახოთ

თელავში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება

როგორი იყო საუკუნეების წინ მიწისქვეშა გვირაბების სისტემა თელავში – ფოტოები

თელავში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება

ულამაზესი ადგილები თელავში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ