კახეთში ორი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ორი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აღნიშნული კლინიკები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ და ადგილზე უწევენ სამედიცინო დახმარებას.
მისივე განმარტებით, კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში და თელავის რაიონული საავადმყოფო.
კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1333- ს მიაღწია.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1002 ადამიანი გადის, მათ შორის 908 დატოვებულია ბინაზე , 21 მკურნალობს კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 73 იმყოფება კოვიდ-კლინიკებში.