ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1333- ს მიაღწია.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1002 ადამიანი გადის, მათ შორის 908 დატოვებულია ბინაზე , 21 მკურნალობს კოვიდსასტუმროში, ხოლო 73 იმყოფება კოვიდკლინიკაში.
ბოლო რამდენიმე კვირაში 8 მოქალაქე გარდაიცვალა.