ახალგაზრდა ხარ–ირემი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან
კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხშირად გვხვდება.
იგი წყვილჩლიქოსანი ცხოველია ირმისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა კი 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ.
კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) გვხვდება.
ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით.ის „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.
მარიამ ოქროცვარიძე