თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდას ლაგოდეხში ჩამოასვენებენ
თბილისში დოლაბაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა.
არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა.
სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და მათ მუნიციპალიტეტის მერია ხშირად უწევდა დახმარებას.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა გარდაცვლილის უფროსმა ძმამ. ოჯახის მამამ კი დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გიორგი ბეშკენაძე მშობლიურ სოფელში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.