გარდაცვლილი 16 წლის მუშის საქმეზე დაკავებულ დაკავებულ უცხოელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა
ინდური სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს, რომელიც სასტუმროს მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვის გამო დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს
სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, ლიფტის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევა დამქირავებელი კომპანიის ბრალი არ არის.
ამასთან, როგორც ქირია ამბობს, დემონტაჟს უკანონოდ აწარმოებდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად ბურდაკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა.